პროექტის გეგმა

                                          

 

სახელწოდება: ,,ლოგიკური წახნაგები“.

 თემა: ,,დასაბუთების ხერხები“.

 საგანი: მათემატიკა.

 მიზანი: ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხერხების დაუფლების მიზნით ლოგიკის  საგნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება  და ლოგიკის ძირითადი კანონების  გამოყენებით საპრეზენტაციო ტექსტის  შექმნა;  ლოგიკის შესახებ მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და მის მნიშვნელობაზე საუბარი.

 პროექტის აქტუალურობა:  აბსტრაქტული, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხერხების დაუფლება ხელს შეუწყობს მოსწავლეების საზოგადოებაში   ინტეგრაციას.

  პროექტში მონაწილენი: ქ. მარტვილის  აზა ადამიას სახელობის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები.

  მასწავლებელი: მარინა გაბისონია.

 მოსწავლეთა ასაკი:  17-18  წელი.

 დასაწყისი: 1. IX 2023 წელი.

 დასასრული: 2. X. 2023 წელი.

 ამოცანები და განხორციელების გზები:

Ø  მაოსწავლეებისთვის  პოექტის თემის გაცნობა; დისკუსიის მეთოდით  პროექტის განხორციელების გზების დაგეგმვა;  მოსწავლეები ერთმანეთთან შეთანხმებით დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ დავალებებს;

Ø   მოსწავლეთა I ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ლოგიკის საგნის წარმოშობისა და განვითარების შესახებ და მოამზადებს პრეზენტაციის შესაბამის ნაწილს.

Ø    II  და  III  ჯგუფის ჯგუფის მოსწავლეები ინტერნეტისა და სახელმძღვანელოს დახმარებით  გაეცნობიან ლოგიკურ ოპერაციებს, გაცნობილი მსალის საფუძველზე გააკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.

Ø  II და III ჯგუფის პრეზენაციის შემდეგ მოსწავლეები ინტერნეტისა და წიგნების მეშვეობით შეარჩევენ გამონათქვამებს, მათზე შეასრულებენ ლოგიკურ ოპერაციებს და   წარმოადგენენ საპრეზენტაციო ტექსტში.

Ø  იმასთან დაკაშირებით, თუ რამდენად ფლობენ ადამიანები ლოგიკის წესებს და შესაბამისად რამდენად სწორად შეუძლიათ აზრის ჩამოყალიბება  ან სხვისი ნააზრევის  გაგება, მოსწავლეთა IV ჯგუფი ჩაათარებს კვლევას.

მოსალოდნელი შედეგები:

                     მათ.XII.2 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დამტკიცების პროცესისა და მისი     

                     შედეგების ანალიზი.

                  გამჭოლი კომპეტენციები:

Ø  ციფრული წიგნიერება

Ø  რაოდენობრივი წიგნიერება;

Ø  სემიოტიკური წიგნიერება;

Ø  წიგნიერება;

რესურსები: იტერნეტი, სახელმძღვანელო, წიგნები, პროექტორი.

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

პროექტის გეგმა

  სახელწოდება: ,,ლოგიკური წახნაგები“.   თემა: ,,დასაბუთების ხერხები“.   საგანი : მათემატიკა.   მიზანი: ლოგიკური და კრიტიკული აზროვნე...